ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილის საქმე ზეპირად ისწავლონ ივანიშვილის მსახურებმა, ჩინოვნიკებმა, ძალაუფლების გამამართლებელმა ფინანსურმა სექტორმა, რადგან სახელმწიფოს წინააღმდეგ “უანგარო” სამსახური ივანიშვილისთვის - ასე დასრულდება - Palitra News

ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილის საქმე ზეპირად ისწავლონ ივანიშვილის მსახურებმა, ჩინოვნიკებმა, ძალაუფლების გამამართლებელმა ფინანსურმა სექტორმა, რადგან სახელმწიფოს წინააღმდეგ “უანგარო” სამსახური ივანიშვილისთვის - ასე დასრულდება

2026-08-17 19:51:25+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებს და ჩინოვნიკებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევა მათთვის საზეპირო უნდა გახდეს, რადგან “უანგარო” სამსახური ყველასთვის მსგავსი შედეგით დასრულდება.

ხატია დეკანოიძე განცხადებას „ფეისბუქზე“ ავრცელებს და ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს, რომლის თანახმად, „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.

„ღარიბაშვილის საქმე ზეპირად ისწავლონ ივანიშვილის დღევანდელმა მსახურებმა, ჩინოვნიკებმა, ძალაუფლების გამამართლებელმა ფინანსურმა სექტორმა, რადგან მათი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ “უანგარო” სამსახური ივანიშვილისთვის - ასე დასრულდება”, - წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.