დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლეღვთახევში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ტერიტორია უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისა და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება. პრესსამსახურის ცნობით, „თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურადარიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა.