საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში - რა გზას გადის ტვირთი და ვინ არის ადრესატი?! როგორ პასუხობს ხელისუფლება ოპოზიციის შეკითხვებს - Palitra News

საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში - რა გზას გადის ტვირთი და ვინ არის ადრესატი?! როგორ პასუხობს ხელისუფლება ოპოზიციის შეკითხვებს

2026-08-17 20:15:19+04:00

რა გზას გადის საწვავი და ვინ არის ტვირთის ადრესატი?! - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ოპოზიციას, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით გაუჩნდა. ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და პროცესის სრულად გასაჯაროებას ითხოვს. ვარაუდობენ, რომ ქართული ოცნება ალტერნატიული გზით, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთს ეხმარება. ბრალდებებს უარყოფენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა ბიზნესის გადაწყვეტილება იყო. მათივე განმარტებით, ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის სრული დაცვით მოხდა.