კოალიციამ: "ძლიერი საქართველო - ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა - Palitra News

კოალიციამ: "ძლიერი საქართველო - ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

2026-08-17 20:16:59+04:00

კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც მათი თქმით, „ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას“ ასაჩივრებენ. როგორც პარტიაში ამბობენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე, "ქართული ოცნება" დამარცხდა. გუნდში ფიქრობენ, რომ მმართველმა ძალამ ემიგრანტებს საარჩევნო ხმის უფლება წაართვა. პარტია ემიგრანტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც ბრიფინგზე ითქვა, სარჩელის გამოქვეყნების შემდეგ, თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა, ფორმალურად გახდეს სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე და საკონსტიტუციო სასამართლოში იდავოს.