ერთ-ერთ მედიასაშუალებაში, კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებამ - პოლიტიკურ სივრცეში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. საუბარია, განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სომხეთის მაგალითზე და ყარაბაღის შემთხვევაზე საუბრობს. გვარამიამ განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან, მან ტრავმების დამარცხება შეძლო. გვარამია დასძენს, რომ მისი ეს განცხადება აფხაზეთთან პარალელი არ არის. თუმცა ასე არ ფიქრობენ მმართველ გუნდში. ხელისუფლებ წარმომადგენლების თქმით, გვარამიას განცხადება მოღალატეობრივი და მტრული შინაარსისაა.