ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული პროცესების ფონზე, მას სხვა გზა აღარ დარჩა და სწორედ ამიტომ, საზოგადოებისთვის საკუთარი პოზიციის განმარტებას აპირებს. ღარიბაშვილის მწვავე წერილი ხელისუფლების ოპონენტებს აფიქრებინებს, რომ ქართულ ოცნებაში შიდა დაპირისპირებაა. ნაწილისთვის, ყოფილი პრემიერის ეს განცხადება მანიშნებელია, რომ ხელისუფლების ცვლილების პროცესი ახლოვდება. ყოფილი თანაგუნდელისთვის მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ჯერ არ უპასუხიათ.