ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი ღაზადან ჯარებს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე არ გაიყვანს, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა.
წყაროს თქმით, ისრაელი „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე ღაზას არ დატოვებს და არც რეკონსტრუქციას დაუშვებს.
ამასთან, CNN-ის ცნობით, კუშნერმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, რომ „მშვიდობის საბჭოს“ ღაზას 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხორციელებას დაბრკოლებები არ შეუქმნას.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ღაზას სამშვიდობო გეგმა საჯაროდ უარყო.