CNN - ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი - Palitra News

CNN - ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი

2026-08-18 10:19:25+04:00

ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების (UKMTO) ცენტრის ინფორმაციით, გემზე „დაუდგენელი ჭურვით“ თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ხომალდი ჰორმუზის სრუტეს ტოვებდა.

UKMTO-ს განცხადების თანახმად, თავდასხმას გემის ეკიპაჟის წევრებს შორის მსხვერპლი მოჰყვა.

„დარტყმამ გემის ძრავის განყოფილება დააზიანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს დახმარება ომანის სანაპირო დაცვამ აღმოუჩინა“, - ნათქვამია განცხადებაში.