ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 67  მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - Palitra News

ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 67  მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2026-08-18 12:22:09+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 67 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.