თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს - Palitra News

თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს

2026-08-18 12:22:36+04:00

თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. თეთრი სახლი „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში“ მონაწილე ეკონომიკებს სამ კატეგორიად ჰყოფს. პირველი კატეგორია ისეთ ქვეყნებსა და სავაჭრო ბლოკებს აერთიანებს, რომლებიც ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის დიდ მოცულობას იღებენ, თუმცა დივერსიფიცირებულ სამრეწველო ბაზას ინარჩუნებენ.

მეორე კატეგორიაში ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაციით დაკავშირებული ქვეყნებია. მესამე კატეგორია კი ჩინეთის „მცირე სამიზნეებს“ მოიცავს. თეთრი სახლის მტკიცებით, სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება საქართველო.

„აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების მეშვეობით ტრანზიტს, კონსოლიდაციასა და სახმელეთო-საზღვაო კავშირებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.