პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაეგზავნა, სადაც მისთვის უცნობი ბრალდების აღიარებას სთავაზობენ. მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რაზე საუბრობს ყოფილი თანაგუნდელი. როგორც განმარტავს, საკითხით დაინტერესება სამართალდამცავი ორგანოების საქმეს წარმოადგენს. ოპოზიციისთვის კი ღარიბაშვილის წერილი, შიდა პარტიულ დაპირისპირების მანიშნებელია.