ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა კვლავ იზრდება. ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია, შეთანხმების 60-დღიანი ვადა კი შედეგის გარეშე ამოიწურა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი აშშ-ის პირობებს არ თანხმდება. განსაკუთრებით კრიტიკულია ჰორმუზის სრუტის საკითხი. ირანი სამხედრო ესკალაციით იმუქრება, თუ დიპლომატიური გზით შეთანხმება ვერ მოხერხდება. სრუტეში გემების მოძრაობა მკვეთრად შემცირებულია, რაც ნავთობის ბაზარზე დამატებით ზეწოლას ქმნის. ამ ფონზე 18 აგვისტოს ჰორმუზიდან გასვლისას ერთ გემს ჭურვი მოხვდა და ეკიპაჟის წევრი დაშავდა. პასუხისმგებლობა ინციდენტზე ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ აუღია. დაძაბულობის ფონზე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ირანსა და აშშ-ს მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლებისა და სამხედრო მოქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.