ფილიპინებში, ქალაქ ზამბოანგას სკოლაში მომხდარ სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი თავდამსხმელია. გამოცემის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ საშუალო სკოლაში მოსწავლეებს ცეცხლი საკლასო ოთახში გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა. პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილი მე-10 კლასის მოსწავლეა, თავდამსხმელი კი მე-9 კლასის მოსწავლე იყო. ინციდენტის შედეგად დაშავდა კიდევ ორი მოსწავლე. ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა საქმე გამოიძიონ და განსაზღვრონ სკოლებში ძალადობის თავიდან ასაცილებლად გასატარებელი ზომები.