პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ უპირისპირდება - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" - Palitra News

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ უპირისპირდება - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"

2026-08-18 15:41:50+04:00

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ უპირისპირდება. ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაეგზავნა, სადაც მისთვის უცნობი ბრალდების აღიარებას სთავაზობენ. ამავე განცხადების მიხედვით, ექსპრემიერმა ვრცელი წერილი დღეს უნდა გაავრცელოს. მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია თუ რაზე საუბრობს ყოფილი თანაგუნდელი. როგორც განმარტავს, საკითხით დაინტერესება სამართალდამცავი ორგანოების საქმეს წარმოადგენს. ოპოზიციისთვის კი ღარიბაშვილის წერილი, შიდა პარტიული დაპირისპირების მანიშნებელია.