დონალდ ტრამპი - ირანთან არანაირი მოლაპარაკებები ან საუბრები არ მიმდინარეობს და არ არის დაგეგმილი - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანთან არანაირი მოლაპარაკებები ან საუბრები არ მიმდინარეობს და არ არის დაგეგმილი

2026-08-18 20:01:01+04:00

არანაირი მოლაპარაკებები ან საუბრები არ მიმდინარეობს და არა არის დაგეგმილი ირანთან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ჰორმუზის სრუტე ღიაა.

“არანაირი მოლაპარაკებები ან საუბრები არ მიმდინარეობს და არა არის დაგეგმილი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან.

საზღვაო ძალა სრული ძალითა და ეფექტით რჩება. ჰორმუზის სრუტე ღიაა და მუშაობს. ყველა საზღვაო ნაღმი ან მოშორებულია ან აფეთქდა”, - წერს ტრამპი.