თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს - ტენდერი 3 სექტემბერს დასრულდება - Palitra News

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს - ტენდერი 3 სექტემბერს დასრულდება

2026-08-18 21:41:45+04:00

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება. დედაქალაქის მერმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.