ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახელით განცხადება დღეს გამოქვეყნდება. საუბარია, ვრცელ განმარტებაზე, რომელიც ექსპრემიერმა გუშინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დაანონსა. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა. მეტიც, ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას და ქართულ ოცნებას დააკისრა.
ღარიბაშვილის სახელით, გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაეგზავნა, სადაც მისთვის უცნობი ბრალდების აღიარებას სთავაზობენ. ვიდრე, ვრცელი წერილის შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, იქამდე ხელისუფლების ოპონენტები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.