უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები სპეცოპერაციას ატარებენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც სახალხო დეპუტატებისა და პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნების მონაწილეობით მოქმედებდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სპეცოპერაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ატარებენ.
„სპეცოპერაცია ტარდება დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც უკრაინის მოქმედი და ყოფილი სახალხო დეპუტატების ხელმძღვანელობით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების მონაწილეობით მოქმედებდა“, - ნათქვამია უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო საქმის ფიგურანტების ვინაობასა და დეტალებს ჯერჯერობით არ ასახელებს.
ბიუროში განაცხადეს, რომ საქმის დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.