შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მდებარე სავაჭრო ობიექტის გარე პერიმეტრზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და მასში მოთავსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გადააგდეს და თავად მიიმალნენ.
გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანასოფლელის კუთვნილი ავტომობილის სანომრე ნიშანი მოიპარა და საკუთარ ავტომობილზე დაამაგრა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.