შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს, მათ შორის, 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „მარიხუანა“ და „ალფა პვპ“.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.