დონალდ ტრამპის მიერ კანადური საქონლის ფართო სპექტრზე დაწესებული 50%-იანი ტარიფი, რომელიც დღეს უნდა ამოქმედებულიყო, ძალაში არ შევა - Palitra News

დონალდ ტრამპის მიერ კანადური საქონლის ფართო სპექტრზე დაწესებული 50%-იანი ტარიფი, რომელიც დღეს უნდა ამოქმედებულიყო, ძალაში არ შევა

2026-08-19 15:39:37+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადური საქონლის ფართო სპექტრზე დაწესებული 50%-იანი ტარიფი, რომელიც დღეს უნდა ამოქმედებულიყო, ძალაში არ შევა. ტარიფების ამოქმედების სამდღიანი გადავადება რამდენიმედღიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მოჰყვა. მანამდე მედია წერდა, რომ აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებდა, ტრამპის ადმინისტრაციაში განიხილებოდა.