მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცეს - Palitra News

მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცეს

2026-08-19 15:39:59+04:00

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა” და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცეს. ახლა კი სამუშაოები სწორედ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება. მანამდე, „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აცხადებდა, რომ უცნობია იმ სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ვინაობა, რომელიც კანონის შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არქეოლოგიურ ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს. მოძრაობა შესაბამის ორგანოებს მიმართავს, დაიწყონ კონსულტაციები რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად.