იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ახლა, ქვეყანაში ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც ცხელებასთან ერთად გამონაყარს, ან ნაწლავის გახშირებული მოქმედებას იწვევს.
მისივე თქმით, შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები. მისი განმარტებით, ენტეროვირუსების ჯგუფიდან ზაფხულში ყველაზე მაღალი გავრცელებით კოკსაკის ვირუსი გამოირჩევა, რომელსაც ასევე „ხელის, ფეხისა და პირის დაავადების“ სახელით იცნობენ. პროფესორის თქმით, დაავადება რამდენიმე დღეში, სითხის მიწოდებითა და სიცხის კონტროლით, გართულებების გარეშე სრულდება