პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას აპირებს. ღარიბაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული ანტიკორუფციული კამპანიის მიზანი მისი პატიმრობა და პოლიტიკურად განადგურება იყო. როგორც ყოფილი პრემიერი წერს, ის ხელისუფლებასთან დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდა და სწორედ ამიტომ სამართლებრივ ბრძოლაზე უარი თქვა. გუშინწინ, სოციალურ ქსელში, განცხადებასთან თანდართული წერილი კი ღარიბაშვილის მტკიცებით, მამუკა მდინარაძისგან მიიღო. თავად მდინარაძის პრესსამსახურში ამ ინფორმაციას აბსურდი უწოდეს. სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ რომ მათთვის გაუგებარია პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი, მაშინ როცა მათი თქმით, ესქპრემიერს კორუფციული დანაშაული აღიარებული აქვს.