ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარს უჭერს - Palitra News

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარს უჭერს

2026-08-19 16:57:04+04:00

ევროკავშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარს უჭერს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და მე მტკიცედ ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მის პრეზიდენტს და ოფიციალურ პირებს, რომლებიც მის მისიას იცავენ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს უწყობს. ამ მნიშვნელოვანი საქმიანობის განსახორციელებლად, მის მოსამართლეებსა და ოფიციალურ პირებს, გარე ზეწოლის გარეშე, დამოუკიდებლად მოქმედება უნდა შეეძლოთ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანესა და უფროსი იურისტის, აბდულაიე სეიეს წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა.

რუბიოს თქმით, აშშ სანქციებს უწესებს აღნიშნულ პირებს იმის გამო, რომ ისინი მონაწილეობდნენ სასამართლოს ძალისხმევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა იმ ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთა მთავრობებსაც სასამართლოს იურისდიქცია არ აქვთ აღიარებული