ნატო-ს წარმომადგენელი - ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის - Palitra News

ნატო-ს წარმომადგენელი - ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის

2026-08-19 17:43:20+04:00

ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის და ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად, - ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა.

მისი თქმით, ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის სისტემა ძლიერი და ეფექტიანია.

„როგორც მიმდინარე წელს ვიხილეთ, როდესაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გასროლილი ბალისტიკური რაკეტები ოთხ სხვადასხვა შემთხვევაში წარმატებით მოიგერიეს, ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიცია ძლიერი და ეფექტიანია“, - განუცხადა ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.

ცნობისთვის, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას განიხილავს, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის ესკალაციას მოახდენს.