თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლეს - Palitra News

თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლეს

2026-08-19 20:29:28+04:00

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას ხელახალი გამოძიებისთვის მიმართავს. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურასთან განაცხადა, მისი შვილი მოკლეს.

გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახს წევრებმა. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურა ხელს აფარებს ყოფილ სახელმწიფო თანამდებობის პირებს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.