3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს დღევანდელ, 19 აგვისტოს სხდომაზე გაირკვა, რომ მასში მხოლოდ ორი პარტია მიიღებს მონაწილეობას. მათ კანდიდატები 3 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. არჩევნებში არ მონაწილეობენ, "კოალიცია ცვლილებებისთვის", "ნაციონალური მოძრაობა", "გახარია საქართველოსთვის" და "გირჩი".