პოლონეთმა საქართველოდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

პოლონეთმა საქართველოდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-08-19 20:38:20+04:00

პოლონეთმა საქართველოდან, კოლუმბიიდან და ვენესუელიდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.მედიის ინფორმაციით, რეგულაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 10 აგვისტოს მოაწერა ხელი, შაბათს შევიდა ძალაში და კონკრეტულად პოლონეთში დასაქმების მიზნით შემოსულ პირებზე ვრცელდება. აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეებს პოლონეთში უვიზოდ ჩასვლა კვლავ შეუძლიათ ტურისტული და სხვა დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. იმ პირებისთვის კი, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ 15 აგვისტომდე შევიდნენ, კვლავ ძველი წესები მოქმედებს. საკითხს ეხმაურებიან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.