სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში, ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები და ბაზა გახსნა - Palitra News

სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში, ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები და ბაზა გახსნა

2026-08-19 21:48:16+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში, ქობულეთსა და ქედაში შეხვედრები გამართა. მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პოლიციის ახალი შენობები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა. ქუთაისში მდებარე ახალი ბაზის ტერიტორია 150-მდე თანამშრომელზეა გათვლილი. ტერიტორიაზე მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა კი 40-მდე თანამშრომელზე, ხოლო ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის შენობა 24 სამართალდამცველზეა გათვლილი. როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.