რუსეთსა და ბრიტანეთს შორის დაპირისპირება მწვავდება. მოსკოვი ლონდონს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების გამო „შედეგებით“ ემუქრება. დაპირისპირების ახალი მიზეზი კი ბრიტანული წარმოების დრონებია, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იყენებს. ლონდონი კი აცხადებს, რომ კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს.