პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას აანონსებს. ადვოკატი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გუშინ გავრცელებული წერილი, უკიდურესი ნაბიჯი იყო. როგორც უფლებადამცველის დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, ციხიდან გამოგზავნილი განცხადებები უკანასკნელი არ იქნება და უახლოეს მომავალში ღარიბაშვილი კიდევ არაერთხელ დააფიქსირებს პოზიციას. ყოფილი მთავრობის მეთაური ქართულ ოცნებას ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს და აცხადებს, რომ მას მისთვის უცნობი ბრალის აღიარებას სთავაზობდნენ. მეტიც, ღარიბაშვილი წერს, რომ ივლისში ამ შინაარსით წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. თავად მდინარაძე აცხადებს, რომ კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლაში, ბრალდებები არ უკვირს.