უკრაინის უმაღლესმა რადამ ევგენი ხმარა უკრაინის თავდაცვის მინისტრად დაამტკიცა. ამ თანამდებობაზე ხმარამ მიხაილო ფედოროვი შეცვალა. მის კანდიდატურას 312-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ახლად დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის დარბაზში ფიცი დადო. მისი თქმით, მობილიზაციის გეგმა ომის ხედვაზე უნდა იყოს დამოკიდებული და ამ საკითხზე სამინისტრო უკვე მუშაობს გენერალურ შტაბთან ერთად. მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად ანდრეი სიბიგას დანიშვნას დაუჭირა მხარი.