მამუკა მდინარაძე ოპოზიციასა და NGO-ებზე - „ათეულობით ცხვრის სულში გახვეული ტურა გვყავს“ - Palitra News

მამუკა მდინარაძე ოპოზიციასა და NGO-ებზე - „ათეულობით ცხვრის სულში გახვეული ტურა გვყავს“

2026-08-19 22:11:20+04:00

სახეზე გვყავს ათეულობით ცხვრის სულში გახვეული ტურა, რომელთა მწყემსები არიან უცხოელები და არა ქართველები - ასე უპასუხა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „გამჭვირვალობის კანონის“ გამოაჟიოტაჟის შექმნისთვის ოპოზიციური პარტიებისა და NGO-ების წარმომადგენლებისგან ბოდიშის მოხდის აუცილებლობას ეხებოდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „აუცილებელია ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადონ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის და რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში ჟღერდებოდა. თემაზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც.