რუმინეთის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა - Palitra News

რუმინეთის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა

2026-08-20 10:00:16+04:00

რუმინეთის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა, - ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს შეფრინდა.

„03:21 საათზე, დრონი რუმინეთის ეროვნულ საჰაერო სივრცეში, გალაცის აღმოსავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში შემოფრინდა“, - აცხადებს რუმინეთის თავდაცვის უწყება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონი ტულჩას ოლქში მდებარე დასახლებულ პუნქტ გრინდუდან დაახლოებით 4 კილომეტრში, დაუსახლებელ ზონაში ჩამოვარდა.

„დრონის ჩამოვარდნას ხანძარი მოჰყვა, რომელიც თავისით ჩაქრა. მსხვერპლის ან მატერიალური ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა“, - ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.