შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ სკვერში ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.