ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა - Palitra News

ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

2026-08-20 15:36:10+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითშეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო ერთობლივ რეგიონულ პროექტებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.