საქართველოდან პოლონეთში სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ოფიციალურმა ვარშავამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა - Palitra News

საქართველოდან პოლონეთში სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ოფიციალურმა ვარშავამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა

2026-08-20 15:37:39+04:00

საქართველოდან პოლონეთში სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ოფიციალურმა ვარშავამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. პოლონეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის რეჟიმს სისტემატურად იყენებენ კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე დასაქმებისთვის. ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზებს შორისაა უკანონო დასაქმება და ქვეყანაში დარჩენა. საკითხი უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, წესების გამკაცრება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია.