როგორ ეხმაურებიან ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს ოპოზიციაში - Palitra News

როგორ ეხმაურებიან ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს ოპოზიციაში

2026-08-20 15:38:16+04:00

8 თვიანი პატიმრობის თავზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დუმილი ციხიდან გავრცელებული 2 წერილით დაარღვია და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლა დაანონსა. როგორც უფლებადამცველის გუშინდელი განცხადებიდან გაირკვა, ირაკლი ღარიბაშვილის წერილები ამით არ დასრულებულა და ის საპატიმროდან უახლოეს მომავალში, საზოგადოებას ისევ მიმართავს. ღარიბაშვილი წერს, რომ ივლისში მამუკა მდინარაძემ ციხეში წერილი გაუგზავნა. სადაც მას, მისთვის უცნობი კორუფციული ბრალის აღიარებას სთავაზობდნენ. ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ სამართლებრივი ბრძოლის უკან, მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების სურვილი იდგა. ექსპრემიერის განცხადებები ალოგიკურია მმართველი გუნდისთვის