ირან-აშშ-ის დაპირისპირება ეკონომიკურ ომში გადადის - რას მოიცავს ტრამპის ახალი გეგმა და რამდენად ეფექტური იქნება ის? - Palitra News

ირან-აშშ-ის დაპირისპირება ეკონომიკურ ომში გადადის - რას მოიცავს ტრამპის ახალი გეგმა და რამდენად ეფექტური იქნება ის?

2026-08-20 21:55:01+04:00

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირება ეკონომიკურ ომში გადადის. დონალდ ტრამპმა თეირანის წინააღმდეგ „ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის“ დაწყება დააანონსა და ირანთან მოვაჭრე ქვეყნებს, კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს მძიმე შედეგებით დაემუქრა. თეირანი ვაშინგტონის ახალ ნაბიჯს უკვე პასუხობს და აცხადებს, რომ ამერიკული ზეწოლის პოლიტიკა კვლავ წარუმატებლობისთვის არის განწირული.