რუსეთ-უკრაინის ომში მასშტაბური საჰაერო დარტყმები გრძელდება. უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორისთათრეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და კრასნოდარის მხარეში ნავთობის ტერმინალზე, დრონებით იერიში მიიტანა. რუსეთმა საპასუხოდ უკრაინაზე მასირებული სარაკეტო და დრონული შეტევა განახორციელა. კიევსა და მიმდებარე რეგიონებში დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი, დაშავდა დაახლოებით 40. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. პუტინმა კი უკრაინის დარტყმებზე განაცხადა, რომ ისინი რუსეთის ეკონომიკას აზიანებს, თუმცა, მისი შეფასებით, „კრიტიკულ შედეგებს“ არ იწვევს. ამასთან, რუსეთში საწვავის დეფიციტის გამო ბენზინის იმპორტის საჭიროება ოფიციალურადაც დაადასტურეს.