„ძლიერი საქართველო - ლელო’’ საპენსიო ფონდის სასწრაფოდ გაუქმებას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო მოდელის და საპენსიო სააგენტოს რეფორმამ აბსოლუტური კრახი განიცადა. გუნდში აცხადებენ, რომდაგროვებით საპენსიო სისტემაში დაახლოებით 1.7 მილიონი მოქალაქეა ჩართული, თუმცა, მათივე შეფასებით, მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები მათთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს. როგორც განმარტეს, მოქალაქეების უმრავლესობისთვის საპენსიო დანაზოგიდან მიღებული წლიური სარგებელი დაახლოებით 300 ლარს შეადგენს.