მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოში რუსოფობიური გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ - Palitra News

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოში რუსოფობიური გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ

2026-08-21 12:47:42+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოში რუსოფობიური გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ.

მან ასევე დადებითად შეაფასა ოფიციალური თბილისის

განცხადებები „რუსოფობიის დაუშვებლობასთან“ დაკავშირებით.

,,ბოლო დროს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ცალკეული სერიოზული ინციდენტები მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, მოითხოვს მჭიდრო ყურადღებას და შესაბამის ქმედებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, - დასძენს ზახაროვა.