8 თვიანი პატიმრობა და 3 წერილით დარღვეული დუმილი - რა გზავნილები აქვს ამჯერად ღარიბაშვილს - Palitra News

8 თვიანი პატიმრობა და 3 წერილით დარღვეული დუმილი - რა გზავნილები აქვს ამჯერად ღარიბაშვილს

2026-08-21 12:48:31+04:00

8 თვიანი პატიმრობა და 3 წერილით დარღვეული დუმილი. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გუშინ მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ექსპრემიერი კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წერილზე, რომელიც, მისი მტკიცებით, მამუკა მდინარაძემ მისი ახლო მეგობრის ხელით ოჯახის წევრს გადასცა. წერილში ღარიბაშვილი ასევე საუბრობს ბიძინა ივანიშვილთან მის მრავალწლიან ურთიერთობაზე და აცხადებს, რომ სწორედ ამ ურთიერთობისა და გუნდის ინტერესების გამო მან მანამდე მიმდინარე პროცესებზე დუმილი შეინარჩუნა. ექსპრემიერის თქმით, ყოფილი თანაგუნდელები ტყუილად ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ის მისი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატეა.