ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე - მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, საქმე გვაქვს გარკვეულ ჯგუფთან, ვინც ცდილობს, პროვოკაცია ჩამოაგდოს - ვინ ვინ და ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია, მით უმეტეს, მისი ოჯახის - Palitra News

ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე - მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, საქმე გვაქვს გარკვეულ ჯგუფთან, ვინც ცდილობს, პროვოკაცია ჩამოაგდოს - ვინ ვინ და ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია, მით უმეტეს, მისი ოჯახის

2026-08-21 13:52:32+04:00

ვინ ვინ და ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს, მისი ოჯახის - მე მაინც მგონია, რომ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გავრცელებულ წერილებს გამოეხმაურა.

ზარქუას თქმით, „გამოძიება დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე“.

„ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან. აქ საქმე გვაქვს რაღაც გარკვეულ ჯგუფთან, ვინც ცდილობს, რომ რაღაც პროვოკაცია ჩამოაგდოს. განსაკუთრებით მენიშნა ოჯახთან დაკავშირებულ უსაფრთხოების თემებზე როცა იყო საუბარი. ვინ ვინ და თვითონ ბატონი ღარიბაშვილიც არის შემოქმედი, იმ სახელმწიფოსი, რომელიც ერთად შევქმენით - უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები. ის იყო ჩვენი გუნდის, ქვეყნის ლიდერი. ვინ ვინ და მან კარგად უნდა იცოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს, მისი ოჯახის უსაფრთხოება და უფლებები. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და რაღაც შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. მძიმეა ამ თემაზე საუბარი, მტკივნეულია და მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს არის რაღაც გაუგებრობა, რაღაც ჯგუფები. გამოიკვლევენ ალბათ და გამოძიება დაადგენს, თუ რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ზარქუამ.