გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - Palitra News

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

2026-08-21 14:21:42+04:00

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს 08:00-დან 08:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

უფრო კონკრეტულად, ელექტრომომარაგება შეეზღუდება აბონენტებს სოფლებში: ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ებნისი, ილტოზა, ლამოვანი, ცივდახევი და მიმდებარე სოფლებში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.