საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის საკითხებში, მოჰამედ ხალედ ხიარიმ გააკეთა მოხსენება და საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით, მოუწოდეს მოსკოვს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ოკუპირებულ რეგიონებში.