შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, 4 პისტოლეტი, რევოლვერი, მჭიდები და 265 ვაზნა. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.