ალასკის შტატში, დისტანციური რადარის სადგურთან ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რადარის სადგურს წყნარი ოკეანის საჰაერო ძალების რეგიონული მხარდაჭერის ცენტრი მართავს. ის დისტანციური რადარის სადგურების ქსელის ნაწილია, რომელიც ალასკის საჰაერო სივრცესა და მის საზღვრებთან მოძრავ თვითმფრინავებს აკონტროლებს. უწყების განცხადებით, თვითმფრინავი კერძო კონტრაქტორის მიერ დაქირავებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდი იყო.