პორტუგალიის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საჯარო სივრცეებში სახის დაფარვას კრძალავს. კანონი, რომელსაც ადგილობრივი მედია „ბურქის კანონს“ უწოდებს, პარლამენტმა ივლისში დაამტკიცა. ასევე, აკრძალულია პირის იძულება, დაფაროს სახე სქესთან, რელიგიასთან, ასაკთან ან წარმომავლობასთან დაკავშირებული მიზეზებით. პორტუგალიაში კანონისდამრღვევები 150-დან 3000 ევრომდე დაჯარიმდებიან. გამონაკლისი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, პროფესიულ საქმიანობასთან, ხელოვნებასთან ან ამინდის პირობებთან დაკავშირებული შემთხვევები, ასევე რელიგიური დაწესებულებები, დიპლომატიური მისიები და საჰაერო ხომალდები.